- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ნინო მამამთავრიშვილი
ნინო მამამთავრიშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 30 October, 1950 (75 years)
Category: Cardiologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს.
1973 წლიდან მუშაობს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1977–1985წწ. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი გულის უკმარისობის განყოფილებაში. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის საკითხებს, გულის კუნთის დაავადებებს, გულის უკმარისობის აქტუალურ პრობლემებს. პრაქტიკულ მუშაობას ეწევა სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “იმუნოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა რევმატიული პროცესების აქტივობის შეფასებაში”, დაიცვა 1979 წელს.
Member of Organizations
ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი