ნოდარ ბაქრაძე - Ekimi-ge.com

ნოდარ ბაქრაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

სპეციალობა

Date of birth: 21 December, 1934 (91 years)

Category: Pathology anatomist

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.
1959–1965წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1965–1971წწ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის დოცენტი; 1971–1978წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1985წწ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა კათედრის პროფესორი; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი დახმარების კათედრის გამგე. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 21 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის პრესაში. იყო თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის “ცოდნის” რექტორი. ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გულის გამტარი სისტემის ნატიფი ჰისტოქიმიური ცვლილებების შესახებ გულის უკმარისობის დროს”, დაიცვა 1964 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “გულის გამტარი სისტემის კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს”, დაიცვა 1974 წელს.
Member of Organizations
საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
Awards and Honors
შრომის წითელი დროშის მედალი
ლენინის ორდენი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი