ოთარ აზიკური - Ekimi-ge.com

ოთარ აზიკური

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას 1 | ცენტრალური ფილიალი | ვაჟა ფშაველას 27ბ, Tbilisi, Georgia, GE, 0100

სპეციალობა

Date of birth: 15 September, 1935 (90 years)

Category: Urologist, Surgeon

Biography:
დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელი ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1960 წლებში მუშაობდა ზნაურის რაიონში ჯერ საუბნო, შემდეგ რაისაავადმყოფოში ექიმი–ორდინატორად;
1960–1970 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი;
1970–1992 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად; ასევე 1970 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის უროლოგიურ კლინიკაში ჯერ ორდინატორად, შემდეგ – ასისტენტად.
1992 წლიდან პროფესორი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება, რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. არის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “შარდსადენის დახურული ტრავმული დაზიანებანი საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მუშებში”, დაიცვა 1969 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “პიელონეფრიტით დაავადებულთა მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები”, დაიცვა 1989 წელს.
Member of Organizations
თბილისის ა. წულუკიძის სახელობის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი