- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ოთარ მირიანაშვილი
ოთარ მირიანაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
Date of birth: 26 November, 1932 (93 years)
Category: Urologist, Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.
1963–1965წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა, 1957–1960წწ. იყო საექიმო უბნის გამგე; 1960–1963წწ. სიღნაღის საავადმყოფოს ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკური ორდინატორი; 1965–1967წწ. რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი, 1967–1979 წლებში უროლოგიური განყოფილების ორდინატორი, 1979 წლიდან ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიისა და უროლოგიის აქტიურ პრობლემებს. ატარებს ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში. ქირურგი–უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინიგზის საექიმო–სანიტარული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “საზარდულის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა და შორეული შედეგები”, დაიცვა 1972 წელს.
Member of Organizations
საქართველოს ქირურგიისა და უროლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი