- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- პალიკო კინტრაია
პალიკო კინტრაია
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 8 December, 1933 (92 years)
Category: Obstetrician-gynecologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1961წწ. იყო თიანეთის მეან–გინეკოლოგი; 1963–1966წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1968–1974წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975–1979წწ. პროფესორი; 1979 წლიდან არის ამავე კათედრის გამგე, 1980 წლიდან – პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 190 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები სამეანო მაშების და ვაკუუმ ექსტრაქციის გამოყენების დროს”, დაიცვა 1964 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “ნაყოფის კრანიო–ცერებრალური ჰიპოთემია მშობიარობის დროს”, დაიცვა 1970 წელს.
Member of Organizations
აშშ მეან–გინეკოლოგთა კოლეჯი, საზღვარგარეთელი წევრი
ერინატოლოგიასა და მეან–გინეკოლოგიაში სამეცნიერო კვლევების ასოციაცია, პრეზიდენტი
იტალიის სამეანო–გინეკოლოგიური ჟურნალების სარედაქციო საბჭო, წევრი
მონოსპეციალისტთა მომზადების და ექიმთა უფლებების დაცვის რესპუბლიკური ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-)
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო–სასერტიფიკაციო სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარე მეანობა–გინეკოლოგიაში (1998-)
უნგრეთის მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1985-)
უნგრეთის სამეანო–გინეკოლოგიური ჟურნალების სარედაქციო საბჭო, წევრი
ურნალ “ქართული სამედიცინო ჟურნალის” რედკოლეგია, წევრი
ხარისხების მიმნიჭებელი საატესტაციო სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე მეანობა–გინეკოლოგიის სპეციალობით
Awards and Honors
1998 – ღირსების ორდენი
1983 – საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
1983 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
Bibliography
სისხლდენა მეანობაში
: სახელმძღვ. ექიმებისათვის (Author). – თბილისი, მთაწმინდელი, 2000. – 268 გვ.
ლოგინობის ხანა
(Co-Author). – თბილისი, 1991. – 278 გვ.