- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- რევაზ კორინთელი
რევაზ კორინთელი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 18 July, 1951 (74 years)
Category: Psychiater
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.
წწ. გაიარა ინტერნატურა ფსიქიატრიაში ქ.თბილისის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
1978–1980წწ. იყო აჭარის რესპუბლიკური ფსიქო–ნევროლოგიური საავადმყოფოს ექიმ–ორდინატორი; 1980–1982წწ. მუშაობდა საზღვაო–სანაოსნო გემებზე ექიმად; 1982–1984წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად; 1984–1991წწ. ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1991 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და ინსტიტუტთან არსებული ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი.
1986 წ. მივლინებულია მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე ფსიქოთერაპიის კურსის გასავლელად. 1993, წლებში სწავლობს იუნგის ფსიქოანალიზს ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. 2002 წელს სტაჟირებას გადის ქ
.
პარიზში ფსიქოანალიტიკური
ფორმაციისა
და
ფროიდისეული
კვლევის
ასოციაციაში –
ანალიტიკური
სივრცე –
Association de Formation Psychoanalytique et de Recherches Freudiennes L’Espace Analytic
), სადაც ეზიარება ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას.
2001 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია.
არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ნევროზების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ფსიქოთერაპიას. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქიატრი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “დეპრესიულ მდგომარეობათა ჯგუფური ფსიქოთერაპია ნევროზების კლინიკაში”, დაიცვა 1990 წელს.
Member of Organizations
ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, საპატიო წევრი (2005-)
საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ნამდვილი წევრი
სამხედრო–სამედიცინო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-)
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი
საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაცია, თანაპრეზიდენტი (1992-)
წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაცია, გამგეობის წევრი (1993-)