როზა მანუშაროვა - Ekimi-ge.com

როზა მანუშაროვა

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 22 December, 1942 (83 years)

Category: Reproductology

Biography:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1965–1969წწ. იყო წალკის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ენდოკრინოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1972 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლების მდგომარეობას, იცენკო–კუშინგის დაავადებებს, პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის დროს. ეკუთვნის 3 გამოგონება, 3 მეთოდური წერილი, 2 პატენტი. კურირებდა კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მათი მოქმედების შორეულ შედეგებს, ხელმძღვანელობდა 3 ასპირანტს. ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგი(რეპროდუქტოლოგი), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ინსულინომით დაავადებულ ავადმყოფთა კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციური მდგომარეობა ოპერაციამდე და ოპერაციის შორეული შედეგები”, დაიცვა 1973 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “იცენკო–კუშინგის დაავადებით შეპყრობილი ქალების რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა დაავადებების აქტივობის სხვადასხვა პერიოდში”, დაიცვა 1988 წელს.
Member of Organizations
გინეკოლოგთა და ენდოკრინოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი