სიმონ დალაქიშვილი - Ekimi-ge.com

სიმონ დალაქიშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 14 October, 1935 (90 years)

Category: Doctor

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.
1960–1963წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1963–1965წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან გერონტოლოგიის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, სსრკ. სამედიცინო ენციკლოპედიის გერონტოლოგიის განყოფილების რედაქტორი. მიღებული აქვს სამი პატენტი რძე–მჟავე და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებზე. გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1983).
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის სტრუქტურული ცვლილებები დაბერების პროცესში”, დაიცვა 1965 წელს.
Member of Organizations
ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის გამგეობა, წევრი
ფინეთის ჰეიკინენის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო საზოგადოება, წევრი
ჩეხოსლოვაკიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი