შალვა ჭოველიძე - Ekimi-ge.com
უკან
შალვა ჭოველიძე

შალვა ჭოველიძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თევდორე მღვდლის 48 I ა, Tbilisi, Georgia, GE, 0100 | ცენტრალური ფილიალი | ვაჟა ფშაველას 27ბ

Date of birth: 20 July, 1959 (66 years)

Category: Oncologist, Urologist

Biography:
განათლება, კვალიფიკაცია
წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი – სამკურნალო საქმე.
წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი – კლინიკური ორდინატურა. ქ მოსკოვი.
წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი – კლინიკური ასპირანტურა. ქ მოსკოვი.
ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური მიმართულების პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
პროფესიული გამოცდილება
2007 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, შეთავსებით შპს „ინტერკლინიკის“ კონსულტანტი – უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი. თბილისი, საქართველო.
2006 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- უროლოგიური მიმართულების პროფესორი. თბილისი, საქართველო.
1998 – 2006 წწ. ქ სანსის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო – უროლოგიური განყოფილების ორდინატორი. საფრანგეთი.
1994 – 1998 წწ. ქ. პარიზის პიერ და მარი კიურის სამედიცინო ფაკულტეტი, ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიური განყოფილება – კლინიკური რეზიდენტი და სამეცნიერო კლინიკური ასისტენტი, საფრანგეთი.
წწ. საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილება – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
საზოგადოებრივი აქტივობა
65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
2010 წელს, კონკურსი უროლოგიაში – საფრანგეთის სერტიფიცირებული ექიმი უროლოგი.
საუნივერსიტეტო დიპლომები (ანდროლოგია, უროდინამიკა, ლაპარასკოპია, მიკროქირურგია).
მოკლე ბიოგრაფია
ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიურ ცენტრში (მოსკოვი), ონკო-უროლოგიის განხრით. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
მუშაობდა ქ. პარიზის (საფრანგეთი) ბიშას საავადმყოფოში უროლოგიური განყოფილების უცხოელ ექიმ-ორდინატორად, გუსტავ რუსის ინსტიტუტში ქ. პარიზში (საფრანგეთი) ზოგადი ონკოლოგიის განყოფილებაში უროლოგიის განხრით, ქ. პარიზის (საფრანგეთი) პიერ და მარი კიურის სახელობის ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიურ განყოფილებაში,საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ქ. ნოჟონ ლო ტრუს (საფრანგეთი) საავადმყოფოში უროლოგად, ქ. სანსის (საფრანგეთი) რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში უროლოგად. 2007 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ქირურგიული უროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. საფრანგეთში მოღვაწეობის დროს მიღებული აქვს შემდეგი დიპლომები: ანდროლოგია, უროდინამიკა, ლაპარასკოპია, მიკროქირურგია, უროლოგია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს მრავალი სერტიფიკატი. უდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. რის ევროპის უროლოგთა, საფრანგეთის უროლოგთა და საქართველოს უროლოგთა საზოგადოებების წევრი.
Member of Organizations
ევროპის უროლოგთა საზოგადოების წევრი
საფრანგეთის უროლოგთა საზოგადოების წევრი
საქართველოს უროლოგთა საზოგადოების წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი