ციური ზაქარაია - Ekimi-ge.com

ციური ზაქარაია

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • წერეთლის გამზ N 117 | წინანდალის ქ. N 9, Tbilisi, Georgia, GE, 0100

Date of birth: 27 September, 1950 (75 years)

Category: Parasitologist

Biography:
დაბადების ადგილი: სოფელი პირველი გალი, გალის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს.
1972–1976წწ. იყო საგარეჯოს რაისანეპიდსადგურის ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1976–1978წწ. ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექს. ჰელმინთოზის და ელ. მიკროსკოპიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1989წწ. მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის ბრუცელოზის ლაბორატორიის თანამშრომელი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შიგელოზის დროს მიკროფლორის შედგენილობას, ტრიქინელოზის დროს ეკგ მონაცემებსა და ბრუცელოზის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მსხვილი ნაწლავის მიკროფლორა შიგელოზის დროს”, დაიცვა 1987 წელს.
Member of Organizations
საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი