- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- აკაკი ნადარეიშვილი
აკაკი ნადარეიშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თ.მღვდლის ქ.#13
Date of birth: 27 February, 1943 (83 years)
Category: Radiologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.
1968–1970 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმ-ორდინატორად; 1971–1972 წწ. გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს უროლოგად; წწ. მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო, კლინიკის ექიმ-უროლოგი; წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკათაშორისი ულტრაბგერითი გამოკვლევების განყოფილების ექიმი; წწ.
ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხ
ელმძღვანელი; 1990–1998 წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არის კლინიკური მედიცინის სამეცმნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მ
ისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია: თირკმლის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.
უროლოგი, სამედიცინო რადიოლოგი და რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს”, დაიცვა 1980 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის”.
Member of Organizations
რუსეთის ულტრაბგერითი ასოციაცია, წევრი
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ხაზინადარი
Awards and Honors
2004 – საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
წლებში შესრულებული სამუშაოსათვის – “შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები – ხელოვნური შარდისბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით”
1999 – ღირსების ორდენი