გურამ გვასალია - Ekimi-ge.com

გურამ გვასალია

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 2 June, 1946 (80 years)

Category: Surgeon

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.
1969–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1973–1978წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1978–1990წწ. ასისტენტი; 1990–1994წწ. დოცენტი; 1994 წლიდან – პროფესორი. 1983–1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნატურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე; 1989–1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1994–1996წწ. სამედიცინო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკას. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ზოგიერთი ბიოქიმიური ცვლილება და შინაგან ორგანოთა ფუნქციური მდგომარეობა ნაწლავგარეთა ფისტულების დროს და მისი მკურნალობა”, დაიცვა 1974 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “დიფუზიური პერიტონიტი და პერიტონული სეფსისი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კრიტერიუმების სტრუქტურულ–ციტოქიმიური დასაბუთება”, დაიცვა 1992 წელს.
Member of Organizations
საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
Awards and Honors
1995 – ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი