- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ვიოლეტა ბექაური
ვიოლეტა ბექაური
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 16 June, 1946 (80 years)
Category: Cardiologist
Biography:
დაიბადა ქ. თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.
1969–1971 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის ცენტრალურ სამსახურში; 1971–1985 წლებში იყო აკად. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში მკურნალობის და პროფილაქტიკის სხვადასხვა ასპექტებს. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის კარდიოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დინამიკა გლუკოზა–ინსულინი–კალიუმით მკურნალობის ფონზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს”, დაიცვა 1985 წელს.
Member of Organizations
საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი