- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ზაზა ზარქუა
ზაზა ზარქუა
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 16 June, 1956 (70 years)
Category: Oncologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.
წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკის ორდინატორი; 1982 წლიდან ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის აბდონიმური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წელს დირექტორის მოადგილე სამედიცინო პროგრამების მართვის დარგში. 2000 წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი, სამედიცინო პროგრამის მართვის დარგის დირექტორი; 2002 წლიდან ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 1 გამოგონებისა და 2 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს: ბიოგრაფიული ნარკვევი – “კვალი ნათელი’; შედგენილი აქვს სასერტიფიკაციო კითხვარები ონკოლოგიაში (2001). მისი რედაქციით გამოიცა პირველად ქართულ ენაზე ავთვისებიანი სიმსივნეების TNM კლასიფიკაცია (2002). ექიმი-ონკოლოგი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოლოგი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2004).
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ოპერაციის შემდგომი ჩირქოვან-ანთებითი გართულებების იმუნოპროფილაქტიკა კუჭის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში”, დაიცვა 1988 წელს.
Awards and Honors
1994 – ანდო ღვამიჩავას სახელობის პრემია