თამაზ გელოვანი - Ekimi-ge.com

თამაზ გელოვანი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 8 July, 1938 (87 years)

Category: Hygienist

Biography:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.
1963–1965წწ. იყო რუსთავის სეს–ი, სამრეწველო ექიმი; 1965–1968წწ. თბილისის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბიოქიმიის სექტორის უფროსი ლაბორანტი; 1968–1976წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1978წწ. საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი ბაქტერიოლოგი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან კი– დოცენტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “შრომის ჰიგიენა და მუშათა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიწისქვეშა გამონამუშევრებში ვერცხლის წყლისა და ტყვიის შემცველი დეტონატორების გამოყენებისას”, დაიცვა 1978 წელს.
Member of Organizations
საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი