ლია მენთეშაშვილი - Ekimi-ge.com

ლია მენთეშაშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 12 March, 1934 (92 years)

Category: Psychiater

Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1960წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, 1961–1969წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, 1978–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1995 წლიდან ფსიქიატრიის კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ნაწილი ეხება ფსიქიატრიის ბიოლოგიურ პრობლემებს, კლინიკო–ექსპერიმენტული ხასიათის ნაშრომები კი ეხება პიროვნების კვლევის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა დროს. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა კლინიკურ ორდინატორთა მომზადების კათედრას. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლები ინვოლუციური ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს მოგვიანებულ ასაკში”, დაიცვა 1971 წელს.
Member of Organizations
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საინსტიტუციო საბჭო, წევრი
საზოგადოება “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის”, წევრი
სამედიცინო სამეცნიერო–საინფორმაციო ჟურნალ “მკურნალი”-ს სარედაქციო კოლეგია, წევრი
საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია, გამგეობის წევრი

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი