- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ნათელა ნათენაძე
ნათელა ნათენაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 6 January, 1936 (90 years)
Category: Gynecologist, Oncologist, Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.
1961–1964წწ. იყო ახალციხის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1964–1966წწ. თბილისის ბავშვთა მე–18 პოლიკლინიკის ექიმი–ლაბორანტი; 1966–1969წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1969–1977წწ. რესპუბლიკური ონკო–დისპანსერის ექიმი–გინეკოლოგი, 1977 წლიდან რესპუბლიკური ონკოცენტრის ქირურგიული გინეკოლოგიური განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 61 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქალთა სასქესო ორგანოების სიმსივნეთა პროფილაქტიკას, ნაადრევი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. ეკუთვნის მეთოდური რეკომენდაცა: “კომპლექსური რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს”(საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამომცემლობა, 1980_. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ექიმებისა და ექთნების პროფესიონალურ აღზრდას. ონკო–გინეკოლოგი, ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “არაპირდაპირი რადიოიზოტოპური ლიმფოგრაფიისა და სერიული რენოსცინტიგრაფიის კლინიკური შეფასება საშვილისნოს ყელის კიბოს გავრცელების ხარისხის დიაგნოსტიკაში”, დაიცვა 1980 წელს.