- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ნანა ლომაშვილი
ნანა ლომაშვილი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- კრწანისის ქუჩა №12 | ცენტრალური ფილიალი | ვაჟა ფშაველას 27ბ, Tbilisi, Georgia, GE, 0100
Date of birth: 31 January, 1954 (72 years)
Category: Neuropathologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.
1978–1979წწ. ინტერნატურა გაიარა ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ბაზაზე, 1979–1984წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1984–1989წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა ეპილეფტოლოგიის პრობლემებზე. თანაავტორებთან–თ. გელაძე, ო. თოიძესთან ერთად რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: “ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკა და მკურნალობა”(“საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1986 წელი). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკო–ელექტროენცეფალოგრაფიული ანალიზი”, დაიცვა 1988 წელს.
Member of Organizations
ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა, წევრი
საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი