ნინა ლობჟანიძე - Ekimi-ge.com

ნინა ლობჟანიძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • თბილისი

Date of birth: 17 September, 1948 (77 years)

Category: Doctor

Biography:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.
1971–1074წწ. იყო თბილისის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1977წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცენტრალურ–კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977–1983წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1983–1995წწ. აღნიშნული ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1995 წლიდან არის ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია ნეიროფიზიოლოგიის, პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია – “სიმპატო–ადრენალური სისტემა და შინაგანი ორგანოების ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ზოგიერთი საკითხები”(“საბჭოთა საქართველო”, 1985 წელი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა ზოგიერთი სტრუქტურის ელექტრონული და ქიმიური გაღიზიანების გავლენა სეროტონინის შემცველობაზე ცხოველის სისხლში”, დაიცვა 1974 წელს.

მიმოხილვები

სხვა ექიმები და კლინიკები ქალაქში თბილისი