- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- რამაზ კვაჭაძე
რამაზ კვაჭაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 1 July, 1941 (84 years)
Category: Surgeon
Biography:
დაბადების ადგილი: სოფელი ჯურყვეთი(ლანჩხუთის რაიონი).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1965–1966წწ. იყო ქედის რაიონის სოფელ ზვარეს ამბულატორიის გამგე–ექიმი; 1966–1968წწ. ფოთის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი–ქირურგი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970–1976წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1976–1982წწ. სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის გამგე; 1982–1985წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს და რუსთავის I სანიტარული ნაწილის სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების გამგე; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო აკადემიის ასისტენტი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის. 1995 წელს ლანჩხუთის 61–ე საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციული წყლულების ქირურგიული მკურნალობის შედარებითი შედეგები”, დაიცვა 1976 წელს.