- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- სიუზი მდივანი
სიუზი მდივანი
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 21 December, 1936 (89 years)
Category: Cardiologist
Biography:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.
1962–1964წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ–ქიმიური ლაბორატორიის ექიმი–ტოქსიკოლოგი, 1964–1969წწ. წლებში რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1969–1985წწ. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. არის 29 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურა: “რა ვიღონოთ სისხლში მომატებული ცხიმების შემთხვევაში”, “გულის დაავადებების გარშემო ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები”. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ფიზიკური შრომისუნარიანობის შეფასება რთული მიტრალური მანკით დაავადებულ ქალებში”, დაიცვა 1981 წელს.