- მთავარი
- ექიმები და კლინიკები
- ფირან კალანდაძე
ფირან კალანდაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- თბილისი
სპეციალობა
Date of birth: 2 February, 1953 (73 years)
Category: Urologist
Biography:
დაბადების ადგილი: დაბა ქობულეთი.
დაამთავრა ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.
1978–1982წწ. იყო თათრეთის ასსრ მამადიშის რაიონის კამის საუბნო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1982–1984წწ. ყაზანის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1989წწ. ქობულეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–უროლოგი; 1990–1993წწ. თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1993–1997წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო სტატიის. 1998 წლის მარტ–ივნისში იმყოფებოდა ისრაელის(ქ. ჰადერაში) წამყვან უროლოგიურ კლინიკაში სტაჟირებაზე. 2011 წელს დაინიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “შარდსაწვეთების სტენტების გამოყენება ობსტრუქციული უროპათიების დროს”, დაიცვა 1997 წელს.
Member of Organizations
ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
საქართველოს მედიკო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი